საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს უკეთ გრძნობს, – ამის შესახებ პირველ არხს ილია მეორის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.
მისი თქმით, პატრიარქს ტემპერატურა არ აქვს და მედიკამენტების მიღება არ სჭირდება.
„დილით უკვე ტემპერატურაც აღარ ჰქონდა. მედიკამენტების მიღება არ სჭირდება, თავს უკეთ გრძნობს და საბოლოო რეაბილიტაციისთვის კიდევ რამდენიმე დღე სჭირდება“,- განაცხადა ექიმმა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას გუშინ ვერ დაესწრო.
ამასთან, ილია მეორე 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიაზეც ვერ მივიდა.
ავტორი: მაკა ლაშხია