ცისანა შარტავა - ილია მეორეს უკეთებენ ინსტრუმენტულ გამოკვლევას, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ილია მეორეს ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ უკეთებენ ინსტრუმენტულ გამოკვლევას, არაფერი პრობლემა არ ყოფილა, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა.
როგორც ცისანა შარტავამ აღნიშნა, პატრიარქი ბათუმში, დასასვენებლად იმყოფებოდა.
„უწმინდესს გეგმური გამოკვლევა უტარდება წელიწადში ერთხელ. თბილისში იყო გამოკვლევების ჩატარება დაგეგმილი, მაგრამ ბათუმში მოინახულეს იქაურმა ექიმება, უთხრეს, რომ აქვთ კარგი აპარატურა და შეეძლოთ გამოკვლევების ნაწილის ჩატარება. პატრიარქი დათანხმდა და ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ უკეთებენ ინსტრუმენტული გამოკვლევის რაღაც ნაწილს. არაფერი პრობლემა არ ყოფილა, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. ბათუმ-ლაზეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ კლინიკაში იგი გეგმური გამოკვლევის მიზნით მივიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.