ცირა ელისაშვილი - გუდიაშვილის მოედანზე სამუშაოებს ყოველდღიური მონიტორინგი უნდა გაეწიოს
უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი, რომელსაც ლეგიტიმაცია ექნება, – ამის შესახებ „ჰამქარის“ დამფუძნებელმა ცირა ელისაშვილმა გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
ელისაშვილი უნდობლობას უცხადებს თბილისი განვითარების ფონდს, რომელმაც თავად შერჩია კომპანიები. „ჰამქარის“ ხემღვანელი ამბობს, რომ ნდობა ფონდის მინართ არის ნულის ტოლი და მიიჩნევს, რომ
ყოველდღიური მონიტორინგი უნდა გაეწიოს გუდიაშვილის მოედანზე განხორციელებულ სამუშაოებს.
„როდესაც საზოგადოება 11 წლის განმავლობაში ველოდებიდით ამ დღეს, ვფიქრობ, არასწორია თითოეულმა ჩვნგანმა ნახევარი საათით ადრე რომ გავიგეთ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.
ეს პროცესი არის დაგვიანებული. 11 წელის განმავლობაში სამი შენობა გუდიაშვილის მოადენაზე უკვე დავკარგეთ. ნდობა თბილისის განვითარების ფონდის მინართ არის ნულის ტოლი, რადგან მათი რეპუტაცია ჩვენს თვალში შელახულია და ამას ადასტურებს აღმაშენებლის გამზირის რეაბლილიტაცია.
ფიქრობთ, რომ ყოველდღიური მონიტორინგი უნდა გაუწიოთ სამუშაოებს, ვინაიდან ის კომპანიები, რომლებიც შერჩეულნი არიან „ინსის“ და „ანაგის“ სახით, ეს ის კომპანიებია, რომლებიც აკეთებდნენ აღმაშენებლის და ახლა აკეთებენ ორბრლიანის მოედნის რეაბილიტაციას.
აქედან გამომდინარე, რისკები არსებობს და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს რისკები ნულამდე დავიყვანოთ.ამ შემთხვევაში მხარდაჭერა უნდა იყოს არა სიტყვიერი, არამედ რეალური თბილისი მერიის მხრიდან. უნდა შეი„მნას საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი, რომელსაც ლეგიტიმაცია ექნება“,- განაცხადა ცირა ელისაშვილმა.