თბილისში, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი გზაგამტარი მოეწყობა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გზაგამტარი უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას უზრუნველყოფს, შეამცირებს ტრანსპორტის გადაადგილების დროს და განტვირთავს მოძრაობას საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 17 აპრილს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის განხორციელება დაახლოებით 2 მლნ 700 ათასი ლარი დაჯდება და დასრულებას ხუთი თვე დასჭირდება.