ციკლონ „ამფანს“ აღმოსავლეთ ინდოეთში სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა
ციკლონ „ამფანს“ აღმოსავლეთ ინდოეთში სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია დასავლეთ ბენგალის შტატს დაატყდა თავს. გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანი გოგონაა, რომელიც საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი კედლის ჩამონგრევას ემსხვერპლა.
ციკლონის კონტინენტურ ნაწილზე მიახლოებისას, ქარის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს შეადგენდა. ძლიერ ქარს თან წვიმა ახლავს. ამჟამად „ამფანი“ კონტინენტის სიღრმეში ჩრდილოეთით მიიწევს და მალე ბანგლადეშს მიუახლოვდება.