ჭყონდიდელის ქუჩაზე დაპირისპირებისას დაჭრილ არასრულწლოვანს საავადმყოფოდან დღეს გაწერე​ნ
ჭყონდიდელის ქუჩაზე დაპირისპირებისას დაჭრილ არასრულწლოვანს საავადმყოფოდან დღეს გაწერე​ნ

ჭყონდიდელის ქუჩაზე დაპირისპირებისას დაჭრილ არასრულწლოვანს საავადმყოფოდან დღეს გაწერე​ნ.

თბილისში ჭყონდიდელის ქუჩაზე არასრულწლოვანებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას დაჭრილს საავადმყოფოდან დღეს გაწერე​ნ.

ექიმების ინფორმაციით, არასულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას დღეს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მისი სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს.

ექიმების განცხადებით, 16 წლის მოზარდი საავადმყოფოში ერთ-ერთმა თვითმხილველმა მიიყვანა. მოზარდს მუცლის ღრუში ცივი იარაღით შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა, დაზიანებული იყო მსხვილი და წვრილი ნაწლავი, რის გამოც მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს. პერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 2 მარტს, თბილისში ჭყონდიდელის ქუჩაზე არასრულწლოვანებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.