საპატრიარქო 63-ე საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღებას იწყებს
საპატრიარქო 63-ე საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღებას იწყებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 63-ე ეტაპი იწყება,- ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.

„რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის ორი ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით; ოჯახის ერთი ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით“ ,- აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

კითხვების შემთხვევაში, მოქალაქეებს დაკავშირება შეუძლიათ შემდეგ ნომრებზე –  593 900 810; 558 651 159; 593 464 571.