ჩვენს კოლეგას, ოპერატორს, ტელეჟურნალისტსა და რეჟისორს, გოგა ჭყონიას საზოგადოების დახმარება სჭირდება
ჩვენს კოლეგას, ოპერატორს, ტელეჟურნალისტსა და რეჟისორს, გოგა ჭყონიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ჩვენს კოლეგას, ოპერატორს, ტელეჟურნალისტსა და რეჟისორს, გოგა ჭყონიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. გოგა ჭყონია არის აფხაზეთის ომის მონაწილე, სადაც გადაღებული აქვს უნიკალური კადრები. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე კი იგი გადასაღებად გაემგზავრა, სადაც შეუძლოდ გახდა.

გოგა ჭყონიას ავთვისიებიანი სიმსივნე, ხორხის სუპერპოზიციური დაზიანება დაუდგინდა. სტადია – მესამე, ხორხის მაღალი ხარისხის სქვამოზური ნეოპლაზია. მან უკვე ჩაიტარა ქიმიოთერაპიები და დასხივებები, მაგრამ მკურნალობისთვის ფინანსური რესურსი ამოეწურა. მას მკურნალობის გასაგრძელებლად საზოგადოების დახმარება სჭირდება.

დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ მითითებულ ანგარიშზე:

#GE14BG0000000161441635

მიმღები: ჭყონია გიორგი