ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე გადაადგილება მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია და მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების გარეშეა შესაძლებელი. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.