ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩაზე, 3000 კვადრატულ მეტრზე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო ზონა, სპორტული მოედანი, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკი მოეწყობა. გარდა ამისა, განთავსდება საბაღე სკამები, ტრიბუნები და საჩრდილობლები.
პროექტის თანახმად, დასასვენებელი სივრცე უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიფარგლება და გამწვანდება.
პროექტის დეტალები მოსახლეობას, ჩუღურეთის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ გააცნეს.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „არბა“ ასრულებს, პროექტის ღირებულება 503 330 ლარს შეადგენს და ის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.