ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩაზე მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო
ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩაზე მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩაზე, 3 200 კვადრატულ მეტრზე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო. რეაბილიტირებული სკვერი საზეიმოდ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც ნაგავსაყრელად იყო ქცეული, საბავშვო ზონა, სპორტული მოედანი, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყო. გარდა ამისა, განთავსდა საბაღე სკამები, ტრიბუნები და საჩრდილობლები. ტერიტორია აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით.

პროექტის თანახმად, დასასვენებელი სივრცე უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოიხატა სკვერში არსებული კედლები. კედლის მოხატვის ბოლო ეტაპის სამუშაოებში მონაწილეობა პროფესიონალ მხატვრებთან ერთად, მოწვეულმა სტუმრებმაც მიიღეს.

სკვერის გახსნასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იყო საბავშვო გასართობი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ბავშვებისთვის საპნის ბუშტების, აზოტისა და ცეცხლოვანი შოუ მოეწყო. ასევე, გაიმართა თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები შპს „არბამ“ შეასრულა. პროექტის ღირებულებამ 503 330 ლარი შეადგინა.