ჩუღურეთის რაიონში 36 მისამართზე სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, ჩუღურეთის რაიონში, სხვადასხვა სახის სამუშაოები 36 მისამართზე მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში, შენობა-ნაგებობების გამაგრება, წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, სახურავების შეცვლა, სადარბაზოების განახლება და სხვა სახის სამუშაოები ხორციელდება.
თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სამუშაოები 40 ობიექტზე უკვე დასრულდა, უახლოეს მომავალში კი, 47 მისამართზე დაიწყება.
მიმდინარე სამუშაოებისთვის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ 688 743ლარია გამოყოფილი. წლის ბოლომდე კი, სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად, დამატებით, ორ მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობა ამხანაგობებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სრულად, 100 პროცენტით დაუფინანსებს. თავად ამხანაგობა კი ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის თანხა ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.