ჩუბინაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები სოზარ სუბარის უწყებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
თბილისში, ჩუბინაშვილის 52 ნომერში ჩასახლებული დევნილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, გადახურვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, მათ საცხოვრებელში სამუშაოებს არ ასრულებს.
„გაიმარჯვა რომელიღაც კომპანიამ. მოვიდა ორი კვირის წინ, მოიტანეს მასალები, ერთი დღე იმუშავეს და მერე წავიდნენ, აღარ გამოჩენილან. სოზარ სუბარის უწყებაში ვრეკავთ და ყურადღებას არავინ გვაქცევს.
გზის გადაკეტვას და აქციების დაწყებასაც არ გამოვრიცხავთ. გარეთ რომ წვიმს, ჩვენ სახლებშიც წვიმს.საჭირო თუ გახდა პროკურატურასაც მივმართავთ და მოვითხოვთ საქმის გამოძიებას”, – აცხადებენ დევნილები.