ჩუბინაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები კორპუსის საერთო მოხმარების ფართების დამტკიცებას ითხოვენ
თბილისში, ჩუბინაშვილის 30 ნომერში მცხოვრები დევნილები ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ. ისინი კორპუსის საერთო მოხმარების ფართების დამტკიცებას ითხოვენ.
კორპუსში 37 ოჯახი ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ოთხი წელია ეკონომიკის სამინისტროსგან რეაგირებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, იმის გამო, რომ საერთო მოხმარების ფართები დამტკიცებული არ აქვთ, ამხანაგობა სარემონტო სამუშაოებს ვერ ახორციელებს.
დევნილები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროსთან აქციებს აანონსებენ.