ჭუბერში თავდაცვის სამინისტროს საპანელო ხიდის ასაწყობად, სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, ხიდისთვის ფუნდამენტის მომზადება მიმდინარეობს, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.
თავდაცვის სამინისტროს საპანელო ხიდის კონსტრუქცია ჭუბერში გუშინ ჩაიტანეს. კონსტრუქცია ჭუბერის ცენტრალური ხიდის ნაცვლად უნდა მოეწყოს, რომელიც სტიქიის დროს, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ წაიღო. სწორედ აღნიშნული ხიდი აკავშირებდა ერთმანეთს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს.
როგორც ჭუბერიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, საპანელო ხიდის აღდგენის შემდეგ, მარცხენა სანაპიროზე , სადაც სტიქიამ ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა შექმნა, სამშენებლო ტექნიკას გადაიყვანენ.
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, ჭუბერში 45 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
რაც შეეხება ამინდს, ჭუბერში ამ დროისთვის მზიანი ამინდია.