„ნენსკრაჰესის“ და ზოგადად, საქართველოში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში საპროტესტო აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჰესები უდიდეს რისკს შეიცავს, ბუნებას ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის. ადგილობრივებს მხარდაჭერას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღევანდელი აქციაზე თბილისიდან ჩავიდნენ. ჭუბერში იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის წარმომადგენლებიც.