ჭუბერში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება  
ჭუბერში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება  

ჭუბერში აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში 60-ზე მეტი სამშენებლო ტექნიკა მუშაობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღის ბოლომდე დასრულდება პანელური ხიდის აწყობა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ნენსკრას მარცხენა მხარეს მძიმე ტექნიკის გადაყვანა.

მძიმე ტექნიკა ალტერნატიული შემოვლითი გზის გაყვანაზეც მუშაობს.

ჭუბერში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებსა და ჰუმანიტარული ტვირთის დარგების პროცესში მონაწილეობენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულებთან ერთად საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები ჭუბერის თემის ყველა მოსახლეს ურიგდება. სტიქიის ზონაში, იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობენ, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ჭუბერის თემში პრობლემები რამდენიმე დღის წინ მდინარე ნენსკრას ადიდებამ გამოიწვია. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები და საცხოვრებელი სახლები.