ჭუბერის მოსახლეობას თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი და ლევან დავითაშვილი ხვდებიან
სოფელ ჭუბერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო.
მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ.
ახალ სატყეო კოდექსთან დაკავშირებით, ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვის მინისტრმა მიაწოდა. ტყით სარგებლობის წესების შესახებ ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.
„დასაწყისშივე გეტყვით, რომ აქამდე რაც იყო, აღარ გაგრძელდება. ქვეყანაში მოქმედებს ერთი კანონი და ეს კანონი ერთნაირია როგორც სვანეთისთვის, ისე ბორჯომისთვის და ა.შ.”,-განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის დასაწყისში.