ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ჰრისტიან მიცკოსკი აირჩია
ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ჰრისტიან მიცკოსკის კანდიდატურა დაამტკიცა.
მისმა „დემოკრატიულმა პარტიამ მაკედონიის ეროვნული ერთიანობისთვის“ გასული თვის არჩევნებში ხმათა 43 პროცენტის მიღება შეძლო, თუმცა სამი მანდატი დააკლდა უმრავლესობის ფორმირებისთვის.
46 წლის ჰრისტიან მიცკოსკის 120-მანდატიან პარლამენტში 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 22 კი წინააღმდეგი იყო.