ჩრდილოეთ მაკედონიამ რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა
ჩრდილოეთ მაკედონიამ რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა

ჩრდილოეთ მაკედონიამ რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული საინფორმაციო პორტალი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ვენეციის კონვენციის მეცხრე მუხლის შესაბამისად, რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩრდილოეთ მაკედონიაში რუსეთის ელჩს 14 მაისს გადასცეს ნოტა, რომლის მიხედვითაც მას შვიდი დღე მისცეს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად.

სკოპიეში მდებარე რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ საპასუხო ზომების გატარებას განიხილავენ.