ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში ყოფნასთან დაკავშირებით ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩრდილოეთ კორეის ელჩი გამოიძახეს
ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში ყოფნის გამო ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩრდილოეთ კორეის ელჩი დაიბარეს.
ამასთან დაკავშირებით ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სერიოზული შეშფოთება გამოხატეს.
„ეს სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმნის როგორც ევროპის, ისე კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 3 000 სამხედრო უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნა.