ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-ის პროვოკაცია კორეის ნახევარკუნძულზე სამშვიდობო პროცესს ემუქრება
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-ის პროვოკაცია კორეის ნახევარკუნძულზე სამშვიდობო პროცესს ემუქრება

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ის პროვოკაცია კორეის ნახევარკუნძულზე სამშვიდობო პროცესს ემუქრება.

როგორც ფხენიანში განაცხადეს, აშშ-მა არ უნდა ჩათვალოს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამშვიდობო ინიციატივა ფხენიანის სისუსტეზე მეტყველებს.

„აშშ-ი აგრძელებს ზეწოლას და სამხედრო მუქარას ჩრდილოეთ კორეაზე. ეს ქმედება არაფერია თუ არა, სახიფათო მცდელობა მძიმე შრომის ფასად მიღწეული დიალოგის ატმოსფერო გაანადგუროს და სიტუაცია მანამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნოს“, – განაცხადეს ფხენიანაში.

შეგახსენებთ, მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ი აუცილებლად შეინარჩუნებს ზეწოლას ფხენიანზე. მისივე მტკიცებით, ორ კორეას შორის შერიგების პროცესის დაწყება დააჩქარა.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები გასულ კვირას შეხვდნენ ერთმანეთს და კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაზე შეთანხმდნენ. რამდენიმე კვირაში ამავე საკითხზე დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან.