ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის დაგეგმილი სამიტის მომავალი ვაშინგტონზეა დამოკიდებული
დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის დაგეგმილი ისტორიული სამიტის მომავალი ვაშინგტონზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩოი სონ ჰუიმ განაცხადა.
„თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენთან დიალოგი არ უნდა, ამას არ ვთხოვთ დაჟინებით. ასევე არ დავიწყებთ ვაშინგტონის დარწმუნების მცდელობებს“,- განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ჩრდილო კორეელი დიპლომატის განცხადებით, ახლა სამიტის ბედი მთლიანად ოფიციალურ ვაშინგტონზეა დამოკიდებული.
ამასთან, ჩოი სონ ჰუიმ მაიკ პომპეოს ის განცხადება დაგმო, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეა ლიბიას შეადარა.