ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსანი - კიმ ჩენ ინი უახლოეს მომავალში გადაწყვეტს, განაგრძოს თუ არა მოლაპარაკებები აშშ-სთან
აშშ-მა ხელიდან გაუშვა „ოქროს შესაძლებლობა” ჰანოის სამიტზე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ასოშიეთიდ პრესი,” ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაღალჩინოსნის განცხადებით, ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი უახლოეს მომავალში გადაწყვეტს, განაგრძოს თუ არა მოლაპარაკებები აშშ-სთან და შეინარჩუნოს თუ არა მორატორიუმი სარაკეტო გამოცდებზე.
პარალელურად, განცხადება გააკეთა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემაც. ჩოე სონ ჰუის თქმით, ჩრდილოეთ კორეა არ აპირებს კომპრომისზე წასვლას ან მოლაპარაკებების გაგრძელებას თუ აშშ 15-თვიანი მორატორიუმის საპასუხოდ თანაზომიერ ცვლილებებს არ განახორციელებს.