ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ვიეტნამში მატარებლით გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ჰანოიში დაგეგმილია აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის რიგით მეორე სამიტი, რომლის ფარგლებშიც კიმ ჩენ ინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
შეხვედრა სავარაუდოდ ოთხშაბათს და ხუთშაბათს, ვიეტნამის დედაქალაქში გაიმართება.
ჩრდილოეთ კორეის მედია იუწყება, რომ ტრამპთან შეხვედრამდე კიმ ჩენ ინი ვიეტნამის ოფიციალურ პირებს შეხვდება. როგორც „ბი-ბი-სი“ ვარაუდობს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს თან ახლავს ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი, ყოფილი გენერალი კიმ იონ ჩოი.
მოლაპარაკებების მთავარი თემა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება და ფხენიანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქება იქნება.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა 2018 წლის ივნისში სინგაპურში შედგა.