დადასტურდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა
18:58, 08.05.2018
დადასტურდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ჩინეთში ჩავიდა. სი ძინპინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ჩინეთის საპორტო ქალაქ დალიანში შეხვდნენ. მედიაში შეხვედრის ამსახველი კადრებიც ვრცელდება. ჩრდილოეთ კორეის მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი ჩინეთში პირადი თვითმფრინავით ჩავიდა.
სწორედ ჩინეთში, 2018 წლის მარტში შედგა კიმ ჩენ ინის პირველი საერთაშორისო ვიზიტი.
მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფდა.
შეგახსენებთ, წარსულში ჩრდილოეთ კორეელი ლიდერები თვითმფრინავით გადაადგილებას ერიდებოდნენ, განსაკუთრებით კიმ ჩენ ინის მამა, რომელიც ყველგან ცნობილი დაჯავშნული მატარებლით დადიოდა.