ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება სამხრეთ კორეას ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში „ცეცხლით ნათლობით“ ემუქრება
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, რომელიც ასევე არის ქვეყნის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების უფროსის მოადგილე, თქვა, რომ სამხრეთ კორეის არმია თავისი ქმედებებითა და უსაფუძვლო განცხადებებით მხოლოდ გამოუსწორებელ კატასტროფებს გამოიწვევს საკუთარ თავზე, რაც, შეიძლება, გადაიქცეს სეულისთვის „მყისიერ სიკვდილად“.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეა მყისიერად დაიწყებს „ცეცხლით ნათლობას“, თუნდაც მცირე პროვოკაციის შემთხვევაში.
„ნება მომეცით, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩვენს არმიას ჩახმახები უკვე ფეხზე შეყენებული აქვს. ჩვენი არმია მყისიერად დაიწყებს ცეცხლით ნათლობას, თუნდაც მცირე პროვოკაციის შემთხვევაში“, – განაცხადა კიმ იო ჩენმა.