ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ. შეხვედრები კვირის ბოლომდე გაიმართება. რუსეთის დელეგაციასა და ფხენიანის რეჟიმს შორის საუბრის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციები იქნება.
რუსულ დელეგაციას რუსეთის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ვიქტორ ლაგანოვი წარმოადგენს.
რუსეთის დელეგაციის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ფხენიანის რეჟიმის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრისთვის მზად არის. ტილერსონის თქმით, უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წევრებთან პირისპირ შეხვედრა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია.