ჩრდილოეთ კორეაში დონალდ ტრამპს „მოხუცი მარაზმატიკი” უწოდეს.
ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური გაზეთი Rodong Sinmun – ი წერს, რომ მსოფლიოში ადამიანები შფოთავენ, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ფსიქიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
„მთელს მსოფლიოში ადამიანები შფოთავენ, რომ ტრამპის ფსიქიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მას ბირთვულ იარაღზე აქვს წვდომა. საქმე იმაშია, რომ თუ ისეთი მოხუცი მარაზმატიკი, როგორიც ტრამპია, დიდი ხანი იქნება პრეზიდენტი, უცნობია როგორ კატასტროფას მივიღებთ”, – წერს ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური გაზეთი Rodong Sinmun”.