ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემის გამოცდა სამხრეთ კორეის, აშშ-ისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნებისადმი პროტესტის ნიშნად ჩაატარეს
ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემის გამოცდა სამხრეთ კორეის, აშშ-ისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ჩაატარა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურმა სპიკერმა აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია „კატასტროფული შედეგების შესახებ“ გააფრთხილა.
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ქმედებებს, რომლებითაც სერიოზულად ემუქრებიან კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოებას. ჩვენი არმიის საპასუხო ქმედებები გაგრძელდება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საზღვაო ძალების მტრული სამხედრო მანევრების შეკავების მიზნით“, – განაცხადა სპიკერმა.