ჩრდილოეთ კორეამ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამშვები დანადგარები გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო წვრთნები ჩაატარა, რა დროსაც შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამშვები დანადგარები გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინიც ესწრებოდა, რომელმაც ჩრდილეოთ კოერის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ბრძანება გასცა.
„მყარი მშვიდობა და უსაფრთხოება უზურნველყოფილი, გარანტირებულია მხოლოდ და მხოლოდ ძალით“ – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
როგორც „ბიბისი“ წერს, წვრთნების დროს არ გამოუყენებიათ შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები, რაც აშშ-ისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.
ჩრდილოეთ კორეაში გამართულ წვრთნებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპის თქმით, მას არ სჯერა, რომ კიმ ჩენ ინი გადაუხვევს უკეთესი ურთიერთობისკენ მიმავალ გზას.
„კიმ ჩენ ინმა იცის რომ მე მის გვერდით ვარ და მას არ უნდა რომ ჩემთვის მოცემული პირობა დაარღვიოს. შეთანხმება შედგება“ – დაწერა დონალდ ტრამპმა.