ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა.
ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებში ავრცელებენ.
გავრცელებული ცნობით, რაკეტებმა 230 კილომეტრი მანძილი დაფარეს და რის შემდეგაც ორივე მათგანი ზღვაში ჩაცვივდა. ამ დროისთვის უცნობია თუ რა ტიპის რაკეტებზეა საუბარი. თუმცა გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა და მისმა სამხრეთ კორეელმა კოლეგამ მოლაპარაკებები გამართეს.
ეს უკვე რიგით მეექვსე სარაკეტო გაშვებაა ფხენიანის მიერ ბოლო სამი კვირის განმავლობაში.