ჩრდილოეთ კორეა დონალდ ტრამპთან შეხვედრის გაუქმებით იმუქრება, თუ ვაშინგტონი ფხენიანისგან ბირთვული იარაღის წარმოების შეჩერებას მოითხოვს.
ამ განცხადებამდე ოფიციალური ფხენიანი ამბობდა, რომ მზად იყო, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაში მიეღო მონაწილეობა.
კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა 12 ივნისს არის დანიშნული.
ამ დრომდე შეხვედრის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ეს განცხადება ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ჩრდილოეთ კორეის ვიცე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ავრცელებს, რომლის თქმითაც, „თუ აშშ კუთხეში მიგვაყენებს და ჩვენგან ცალმხრივად მოითხოვს ბირთვული პროგრამის შეჩერებას, ჩვენ აღარ გვექნება მოლაპარაკებების ინტერესი და მოგვიწევს, სამიტში მონაწილეობის გადაწყვეტილებას გადავხედოთ“.
დღესვე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გაავრცელა განცხადება, რომ სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებებს წყვეტს, რის მიზეზადაც აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაასახელა.