ჩრდილოეთ კორეა უკრაინის გაფართოებული სამხედრო დახმარების, სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან ერთობლივ წვრთნებში ავიამზიდის ჩართვის გამო აშშ-ს აკრიტიკებს
ჩრდილოეთ კორეა უკრაინის გაფართოებული სამხედრო დახმარების, სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან ერთობლივ წვრთნებში ავიამზიდის ჩართვის გამო აშშ-ს აკრიტიკებს.
ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის ვიცე-მინისტრის, კიმ კან ირის თქმით, აშშ-მა კორეის ნახევარკუნძულისკენ ავიამზიდი „თეოდორ რუზველტი“ გაგზავნა, რაც ძალის „ძალიან სახიფათო“ დემონსტრირებაა და ჩრდილოეთ კორეისთვის ღიად ტოვებს კარს „შეკავების ახალი დემონსტრირებისთვის“.
„თეოდორ რუზველტი“ სამხრეთ კორეის პორტ ბუსანში შაბათს გამოჩნდა და მოგვიანებით სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან ერთობლივ წვრთნებში ჩაერთვება.
ამასთან, პენტაგონის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების რუსეთის საზღვრის სიახლოვეს გამოყენებაზე ნებართვის გაცემას ეხმაურება სამხედრო მაღალჩინოსანი პაკ ჩენ ჩონი. მისი თქმით, მოსკოვს აქვს უფლება, აირჩიოს ნებისმიერი სახის საპასუხო დარტყმა, თუკი ვაშინგტონი განაგრძობს უკრაინის ბიძგებას რუსეთის წინააღმდეგ „პროქსი ომისკენ“. მისივე განცხადებით, ამან შეიძლება, გამოიწვიოს მოსკოვისგან უფრო მტკიცე რეაქციის პროვოცირება და „ახალი მსოფლიო ომი“.