ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის ძველებურად მზად არის. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კიმ ჰე გვანმა განაცხადა. ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, ფხენიანი მზად არის მოლაპარაკებები განაგრძოს ნებისმიერ ფორმატსა თუ დროს. კორეელი დიპლომატის თქმით, ისინი მზად არიან პრობლემის გადასაჭრელად.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სინგაპურში, 12 ივნისს იყო დაგეგმილი. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 24 მაისს სამიტი გააუქმა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ჩრდილოეთ კორეის ბოლო განცხადებებია, რომლებიც ღია მტრობას შეიცავს. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში კიმ ჩენ ინთან შეხვედრას მაინც შეძლებს.