ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომის საფრთხის შესახებ აფრთხილებს. როგორც ფხენიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო-საჰარეო წვრთნები წარმოადგენს „ღია პროვოკაციას“, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ბირთვული იარაღის გამოყენება.
სამხედრო წვრთნები Vigilant Ace წყნარი ოკეანის რეგიონში ხუთ დღეს გასტანს და მასში მონაწილეობას 12 000 ამერიკელი სამხედრო, ასევე 230 საბრძოლო თვითმფრინავია ჩართული. მანევრების გამო, დაძაბულობის ესკალაციაზე სრულ პასუხისმგებლობას ჩრდილოეთ კორეა ვაშინგტონს აკისრებს.
დღესვე კორეის ნახევარკუნძლზე შექმნილ მდგომაროებას აშშ-ის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ფხენიანთან ომის საფრთხე ძალიან მაღალია.
შეგახსენებთ, ფხენიანმა მორიგი ბალისტიკური რაკეტა 28 ნოემბერს გამოსცადა. რაკეტა იაპონიის სანაპიროდან 250 კილომეტრში ჩამოვარდა. ნატო-სა და ევროკავშირში ფხენიანის ეს ქმედება მკაცრად დაგმეს.