ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 19 პირი დააკავეს
ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 19 ექსტრემისტი დააკავეს, – ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ყირიმში, კრასნოდარის მხარეში და როსტოვის ოლქში, რუსეთში აკრძალული რადიკალური ტერორისტული ორგანიზაცია „ატ-ტაკფირ ვა-ლ-ჰიჯრას“ 19 წევრი დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტებს ამზადებდნენ. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, დაკავებულები „ურწმუნოების“ საწინააღმდეგო იდეოლოგიის პროპაგანდასა და ახალი მომხრეების გადაბირებას ახორციელებდნენ.
ძებნის დროს ექსტრემალური მასალის 40-ზე მეტი ასლია აღმოჩენილი. გარდა ამისა, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტყეში კრიმინალების სამალავში ტყვიამფრქვევი, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და „თვითმკვლელის“ ქამარია ნაპოვნი.
დაკავებულებს ექსტრემისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა და ორგანიზება ედებათ ბრალად.