ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ავტომობილი ქალაქ ბესემერის ერთ-ერთ რესტორანში შევარდა, დაიღუპა ორი ადამიანი
ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ავტომობილი ქალაქ ბესემერის ერთ-ერთ რესტორანში შევარდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა კიდევ რამდენიმე. სამართალდამცველების ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი 62 წლის როჯერ სელფია.
როჯერ სელფი შენობას, სადაც მისი ოჯახის წევრები – მეუღლე, შვილები, რძალი და შვილიშვილი იმყოფებოდნენ, გამიზნულად დაეჯახა.
ინციდენტის შედეგად დაიღუპა მისი 26 წლის ქალიშვილი და ადგილობრივი შერიფის მეუღლე.
მძღოლი პოლიციამ დააკავა, თუმცა მისი მოტივი მედიისთვის უცნობია. გავრცელებული ცნობით, როჯერ სელფს ბოლო პერიოდში დეპრესია ჰქონდა.