ჩრდილოეთ კაროლინაში ქარიშხალია
ჩრდილოეთ კაროლინაში ქარიშხალია

ქარიშხალი „ისაიასი“ ჩრდილოეთ კაროლინას დაატყდა თავს. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სტიქიის სიმძლავრე ეპიცენტრში 85 კმ.სთ-ს აღწევს. ექსპერტებმა ქარიშხალს პირველი კატეგორია მიანიჭეს.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ სტიქია აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე წყალდიდობებს გამოიწვევს.

ისაიასმა“ მანამდე კარიბის ზღვის რეგიონს გადაურა, სადაც ქარიშხალს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.