ჩრდილოეთ კალიფორნიაში, სროლაში ეჭვმიტანილის სახლში მისი ცოლის ცხედარი იპოვეს
ჩრდილოეთ კალიფორნიაში სროლაში ეჭვმიტანილის სახლში მისი ცოლის ცხედარი იპოვეს. როგორც Fox News სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, ქალს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
ადგილობრივი შერიფის ასისტენტის თქმით, სავარაუდოდ, ცოლის მკვლელობის გამო, კევინ ნილი აფექტურ მდგომარეობაში 45-წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მან სახლებისა და დაწყებითი სკოლის სიახლოვეს უმისამართო სროლა ატეხა – შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი.
როგორც თავდამსხმელის დედამ Associated Press-ს უთხრა, ბოლო პერიოდში, კევინ ნილს სამეზობლოსთან უთანხმოება ჰქონდა. თავდამსხმელს მიაჩნდა, რომ მის მეზობლად სახლებში მეტამფეტამინის ლაბორატორიები ჰქონდათ, რასაც კევინ ნილი ვერ ეგუებოდა.
ნილის პირველი ორი მსხვერპლი სწორედ მისი მეზობლები იყვნენ.