ჩრდილოეთ გერმანიაში, ქალაქ კილში ტორნადოს შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
ჩრდილოეთ გერმანიაში, ქალაქ კილში ტორნადოს შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა.
მედიის ცნობით, სტიქიის დროს რამდენიმე ადამიანი იახტ-კლუბში იმყოფებოდა, რა დროსაც ქარმა ისინი წყალში გაიტაცა. მაშველებმა ყველა მათგანის გადარჩენა შეძლეს, სამ პირს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
სტიქიამ ქალაქში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავიც ახადა.