შტორმი „ელეონორი“ ჩრდილოეთ ევროპის დიდ ნაწილს დაატყდა თავს, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიას, მას შემდეგ რაც დიდ ბრიტანეთში ათობით ათასი სახლი ელექტროენერგიისა და მიმოსვლის საშუალებების გარეშე დატოვა. „ელეონორი“ ამ სეზონზე ბრიტანეთში რიგით მეხუთე შტორმია.
მოთხილამურე შეეწირა შტორმს საფრანგეთის ალპებში, დაშავდა 15 ადამიანი. მატარებელი ლიანდაგებიდან გადავარდა შვეიცარიაში. შტორმმა ხე წააქცია ნიდერლანდებში, რომელიც ადამიანს დაეცა. ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-თი განისაზღვრა.
ჩრდილოეთ საფრანგეთში შტორმმა 200 000 საცხოვრებელი სახლი ელექტრომომარაგების გარეშე დატოვა.
საავიაციო მიმოსვლა შეფერხდა ქვეყნის დედაქალაქ პარიზიდან. ძლიერი ქარის გამო დახურეს ეიფელის კოშკიც.
ბელგიაში საგანგებო მდგომარეობა ნარინჯისფერი კოდით შეაფასეს. ადამიანებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.