ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა მომავალ სამიტზე 13 აგვისტოდან დაიწყებენ მსჯელობას
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა მომავალ კორეათაშორის სამიტზე მსჯელობას 13 აგვისტოდან დაიწყებენ.
შეხვედრები გაერთიანების მინისტრების დონეზე დემილიტარიზებულ ზონაში გაიმართება, სადაც ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდა.
მხარეები მოლაპარაკებაზე ფხანმუნჯომის დეკლარაციის განხორციელების პროცესის დაჩქარებას განიხილავენ.
მუნ ჯაე ინისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული სამიტი 27 აპრილს შედგა.