ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატო-ს გენერალურ მდივნად მარკ რუტეს დანიშვნას დაუჭირა მხარი
ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატო-ს გენერალურ მდივნად მარკ რუტეს დანიშვნას დაუჭირა მხარი

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატო-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

რუტე თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს შეცვლის.

მარკ რუტე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2010 წლიდან იკავებს.

რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ლი ოქტომბრიდან შეუდგება, როდესაც იენს სტოლტენბერგის ვადა ამოიწურება.

იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობას ათი წლის განმავლობაში იკავებდა.