ჩრდილოატლანტიკური საბჭო - რუსეთის ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, ჩვენ დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ვათავსებთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში
ჩრდილოატლანტიკური საბჭო - რუსეთის ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, ჩვენ დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ვათავსებთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში

რუსეთის ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და მათ ექნებათ გეოსტრატეგიული შედეგები. ნატო გააგრძელებს ყველა აუცილებელი ზომის მიღებას ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ვათავსებთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო საშუალებებს. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა, რათა მათ რეაგირება მოახდინონ ყველა გაუთვალისწინებელ გარემოებაზე. დღეს ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ვაშინგტონის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის მიხედვით. ჩვენი მოკავშირეების დასაცავად თავდაცვითი გეგმის მიხედვით, ჩვენ გადავწყვიტეთ, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები ალიანსის შემაკავებელი საშუალებები და თავდაცვა. ჩვენი ზომები არის და რჩება, როგორც პრევენციული, პროპროციული და არა ესკალაციის გამომწვევი. ჩვენ ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლისადმი რკინასავით მყარია. ჩვენ ერთიანი ვართ ერთმანეთის დასაცავად“ , – ნათქვამია ნატოს განცხადებაში.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებით, დასავლეთის დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთმა აირჩია ესკალაცია.

„უმკაცრესად მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას ძალადობისა და აგრესიის არჩეულ გზაზე. რუსეთის ლიდერებმა უნდა იკისრონ სრული პასუხისიმგელობა მათი ქმედებების შედეგებზე. რუსეთი გადაიხდის ძალიან დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს“, – ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაში.

საბჭო ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები არასდროს მიიღებენ უკრაინის რეგიონების უკანონო აღიარებს.

„მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს ყველაზე ძალა უკრაინიდან და უკრაინის სიახლოვიდან, სრულად სცეს პატივი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და მისცეს უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და მხარდაჭერა ყველა პირს, ვინც ამას საჭიროებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.