ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომდევნო სამიტი 2022 წლის 29-30 ივნისს მადრიდში გაიმართება
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომდევნო სამიტი 2022 წლის 29-30 ივნისს მადრიდში გაიმართება.
შესაბამისი განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდში ვიზიტისას, ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გააკეთა.
„მოხარული ვარ, რომ შემიძლია დავასტურო, სამიტი 29-30 ივნისს ჩატარდება. ვხედავთ სტრატეგიულ კონკურენციას, გაცილებით აგრესიულ რუსეთს და ჩინეთის მცდელობებს, დააშინოს სხვა ქვეყნები. ჩვენ ამ გამოწვევებს მხოლოდ ერთად ყოფნით შევძლებთ და სწორედ ამას გავაკეთებთ მომავალ წელს მადრიდის სამიტზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, 2022 წლის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნები სტრატეგიულ კონცეფციასაც შეიმუშავებენ.