კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეაში ჩავიდა. ის პირველი ჩრდილოეთ კორეელი ლიდერი გახდა, რომელმაც 1953 წლის კორეის ომის შემდეგ ნახევარკუნძულის გამყოფი სამხედრო ხაზი გადაკვეთა და სამხრეთ კორეაში ფეხი დადგა.
საზღვართან მას სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი დახვდა.
სამიტის დაწყებამდე, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მეგობრული მოლაპარაკებების მოლოდინი აქვს.
ისტორიული შეხვედრის განხილვის თემა ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც ის ბირთვული იარაღის წარმოების შეწყვეტას განიხილავს.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი სიმბოლურად საზღვრის მოპირდაპირე მხარეს მდგომებმა ჩამოართვეს.
„მოხარული ვარ ჩვენი შეხვედრის“, – უთხრა კიმ ჩენ ინს სამხრეთ კორეის ლიდერმა.
დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე სამშვიდობო სახლში, სადაც ლიდერები მოლაპარაკებებისთვის შევიდნენ, სტუმრების წიგნში კიმ ჩენ ინმა ჩანაწერი დატოვა: „ეს ახალი ისტორიის დასაწყისია, იწყება ახალი, მშვიდობის ერა“.