ჩრდილების თეატრის წარმატებული გასტროლი დორტმუნდში. ვივალდისა და გელა კანდელაკის „წელიწადის დროები“ ცნობილმა მუსიკოსმა ავი ავიტალიმ, ვენეციის ბაროკოს ორკესტრთან და ხელის ჩრდილების თეატრთან ერთად მანდოლინაზე გააერთიანა.
მუსიკა და ხელის ჩრდილების სინთეზით შექმნილმა წარმოდგენამ მაყურებლის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და შემოქმედებითი ჯგუფი ბისზე 5-ჯერ გამოიძახა.
ავი ავიტალის ვენეციის ბაროკოს ორკესტრისა და უნიკალური ქართული, ხელის ჩრდილების თეატრის „ბუდრუგანა გაგრა-ს“ საერთო კონცერტ-წარმოდგენა დორტმუნდის საკონცერტო დარბაზში 18 მარტს გაიმართა.
წარმოდგენა დორტმუნდის საკონცერტო დარბაზის ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ერთერთი მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
ჩრდილების თეატრს საქართველოში საფუძველი რეჟისორმა გელა კანდელაკმა 1982 წელს ჩაუყარა. „ბუდრუგანა გაგრელი“ მეჩრდილეები საქართველოში ხვალ დაბრუნდებიან.