ჭოუ ციენი - აშშ-ის მთავარი მიზანი, როცა ტაივანს მხარს უჭერს, არის, ხელი შეუშალოს ჩინეთის განვითარებას, მას არ სურს, სხვა ძლიერი სახელმწიფოც არსებობდეს მსოფლიოში
აშშ-ის მთავარი მიზანი, როცა ტაივანს მხარს უჭერს, არის, ხელი შეუშალოს ჩინეთის განვითარებას, – ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.
ჩინეთის ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს: „ტაივანური სეპარატიზმის ხელშეწყობით ხომ არ ცდილობს აშშ რეგიონი ცხელ წერტილად გადააქციოს და ომში ჩაითრიოს?“
მისივე თქმით, აშშ-ის არ სურს, სხვა ძლიერი სახელმწიფოც არსებობდეს მსოფლიოში.
„ყველასთვის ალბათ ნათელია, რომ აშშ-ის მთავარი მიზანი, როცა ტაივანს მხარს უჭერს, არის ის, რომ ხელი შეუშალოს ჩინეთის განვითარებას. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ მისი მსგავსი სხვა ძლიერი სახელმწიფოც არსებობდეს მსოფლიოში“, – აღნიშნა ელჩმა.