დუშეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭოპორტში მკვლელობა მოხდა. ფაქტის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.